ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.
ილიას შემოქმედება
ესსე
- ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის" თარგმანზედა
- რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
- ქვათა ღაღადი
ლექსები
- რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით
- ბედნიერი ერი
- დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა
- დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან
- ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად
- მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული
- მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით
- მესმის, მესმის სანატრელი
- ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?
- უსულდგმულო ცხოვრება
- ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
- 1871 წელი 23 მაისი
- ალაზანს
- ალექსანდრე ჭავჭავაძე
- ბაზალეთის ტბა
- გ.აბ ხ...
- გაზაფხული
- გუთნის დედა
- დაკარგული ედემი
- ელეგია
- იანიჩარი
- კ. ბ. მ - სას
- ლოცვა
- მტკვრის პირას
- მუშა
- მწუხარება
- ნანა
- ნიკოლოზ ბარათაშვილზედ
- პოეტი
- სანთელი
- ქართვლის დედას
- ღამე
- ყვარლის მთებს
- ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
- ციური ხმები
- ხმა გულისა
პროზა
პოემები
- განდეგილი
- აჩრდილი
- მეფე დიმიტრი თავდადებული
- რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ
- ქართვლის დედა
რომანები
No comments:
Post a Comment