Friday, May 14, 2010

ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია

ილია ჭავჭავაძე (. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძეშერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილიამართალი

დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

ილია გიმნაზიაში

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები  

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...


ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - “თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.



სამშობლოში მოღვაწეობა


ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

ილიასა და აკაკის ძეგლი 1-ლ გიმნაზიასთან, თბილისი.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვა.

 ილიას მკვლელობა

1907 წელს რუსეთის  პირველ დუმაში (სახელმწიფო  საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის  საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას დაკრძალვა თბილისში, 1907.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.


მემკვიდრეობა 

ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

                                           დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

                                                                         მწელის ხელმოწერა

 
ილიას მკვლელობა

1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში. 

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

სენსაციური ფაქტები

1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, … ეტლი გადახდილი იყოწიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, “ვინმე იმერელი”), რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართაილია ვარ არ მესროლოთგიგლას პასუხი იყოილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთდა უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმაილია მოკვდამას ტყვია ნასროლი ჰქონდა გულმკერდის არეშიაღენიშნება ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორემარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდუდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისავისჭრილობის არხი მიმართულია წინიდან უკან და მარჯვნიდან მარცხნივ. გასროლა ალბათ წინიდან მოხდა. “- 1907 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის აქტიდან. ექიმი იაშვილის დასკვნა

დავიწყოთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ილიას მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) – დიდი ხვრელი. ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კიგაცილებით დიდს. ამდენად,ექიმ იაშვილს უზუსტობა მოუვიდა. ილიასათვის წინიდან რომ ესროლათ, მაშინ მცირე ზომის ხვრელი მკერდის არეში ექნებოდა, დიდი ზომისა კიიღლიის ქვეშ. გვამის გაკვეთის აქტში ყველაფერი პირიქითაა, .. ილიას ზურგიდან ესროლესვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს? აშკარაა, რომ გასროლა ბერბიჭაშვილის ბანდის მხრიდან არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელმაც ეტლი გააჩერეს და გასროლის მომენტში ეტლის წინ იდგნენგასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებაც გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდამ არც კი იცოდაიმ ხანად ტერორისტულ პრაქტიკაში ასეთი წესები მოქმედებდა : ყველა ტერორისტს ჰქონდა თავისიხელწერა”, .. ტერორისტი მსხვერპლს კლავდა მისთვის დამახასიათებელი გასროლით, ასეთი გასროლის ნიმუშები იყო: ერთი ტყვია კეფაში, ოთხი ტყვია ზურგში, ორი ტყვია მკერდის არეში, სამი ტყვია მუცლის არეში და .იმ ხანად (1905-1907წწ) მხოლოდ ორი ტერორისტი სარგებლობდახელწერით”, როგორითაც ილია მოკლეს. ერთი მათგანი 1907 წლის აგვისტოსთვის ციმბირის გადასახლებაში იმყოფებოდა და საქართველოში გვიან დაბრუნდა. მეორე 1907 წლის იანვრიდან აგვისტომდე, რუსეთის იმპერიის შიმაგან საქნეთა სამინისტრის პოლიციის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული თბილისის, ქუთაისის და ბაქოს გუბერნიების ჟანდარმერიის სამმართველოების აგენტურული სამსახურის მასალების მიხედვით, არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ბაქოში და ბათუმი-თბილისი-ბაქოს მარშრუტით გადაადგილებისას ხშირად იკარგებოდა ჟანდარმერიის თვალთახედვის არედან. ეს ტერორისტი შედიოდა იმ 50-55 ტერორისტის რიცხვში, რომელთაც, პოლიციის დეპარტამენტის ანალიტიკოსთა დასკვნით, შეეძლო ნებისმიერი სირთულის ტერორისთული აქტის განხორციელება…” ვახტანგ გურული. ილიადან ილიამდე . თბილისი 2006.

ამრიგად ილიას მკვლელობა უფრო მაშტაბურად იყო გათვლილი რუსეთის სამეფოში და მისი მკვლელობა არ იყო კონკრეტული პარტიის ინერესებში ისე აქტუალური, როგორც სხვა ვინმესთვის და ეს სხვავინმე არავინიყო თუ არა რუსეთის სათათბირო , რომელსაც ილიამ 1906 წელს ხმამაღლა აცნობა რომ საქართველოში პოლიტიკური აზროვნება ცოცხალია და ვითარდება , მან სათათბიროზე მოითხოვა საქართველოს ავტონომიარაც როგორც დრომ გვანახა არ გამოპარვია რუსეთის სათათბიროს

საინტერესო ფაქტები ილიას ცხოვრებიდან


1871 წელს მამათა და შვილთა შორის ახალი ბრძოლა გაჩაღდა და ამ ბრძოლას სიმძაფრე ილიას ,,გამოცანებმა“ მისცა. პაექრობაში გრიგოლ ორბელიანიც ჩაება. ორივე მხარე სამშობლოს სიყვარულში ეცლებოდა ერთმანეთს. ილიას პოზიცია ახალი ძალით გამოვლინდა. მას შეეძლო ტკბილი სიტყვაც ეთქვა – ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“ და დაუნდობლად დაეცინა – ,,გარეთ მხდალი, შინ ძლიერი’’, იმედიც მიეცა – ,,აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია’’ და ნაკლიც ემხილებინა – ,,ერთმანეთსა მათ სიკეთე შურთ.’’

სათავადაზნაურო ბანკის დაარსების იდეა დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის, მაგრამ ბანკი ვერ გახსნა. ახალგაზრდებმა ილიას სთხოვეს, სათავეში ჩასდგომოდა ამ საქმეს. ნებართვის მისაღებად 17 თვე მოსკოვში იყო გადახვეწილი და ვიდრე საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, ფეხი არ მოიცვალა. ილია 31 წელი იყო ბანკის მმართველი, რადგან სწამდა, რომ ახლა მტერი ხმლით კი არა, ფულით მოდის და ჩვენც ჩვენი ფულით უნდა დავხვდეთ, რომ არ გაგვთელოს. ქართული ბანკის მონაგებით გახადა შესაძლებელი უამრავი ეროვნული საქმის დაფინანსება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება. ილია 6 წელი ამ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო, 22 წელი კი თავმჯდომარე.

1877 წელს ილიამ გზეთი ,,ივერია’’ დააარსა და 25 წელი რედაქტორობდა.
1906 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.
ილია ყველაფერი იყო – მწერალი, ბანკირი, რედაქტორი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, მემამულე, მაგრამ ის სხვა, უფრო უხილავსა და ძნელ საქმეს შეეჭიდა. მან თქვა ხმამაღლა, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო. ჩვენი ეროვნული ვინაობის აღდგენას ცდილობდა, ერთიანი საქართველოს შეგნებას ამკვიდრებდა. დარაჯად ედგა ქართულ ენას, ისტორიას, მწერლობას. რჩევით, პირადი მაგალითით, ხშირად მკვახე შეძახილით, თავისი შემოღობილი ეზოებიდან გარეთ გამოჰყავდა კახელი, ქართლელი, იმერელი და ქვეყნისათვის გარჯას სთხოვდა. საქართველოს მტრებსაც დამაჯერებელ პასუხს სცემდა. ძირითად დროს პუბლიცისტურ წერილებს უთმობდა, იმ პერიოდში მხოლოდ ,,განდეგილი’’ და ,,ოთარაანთ ქვრივი’’ დაწერა.

ილიას პირველი გამოჩენისთანავე გაუჩნდენ ოპონენტები, მაგრამ სოციალ-დემოკრატებთან დაპირისპირება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოდგა. ქართველთა ერთობის მღაღადებელი ჭავჭავაძე ავტონომიისთვის იბრძოდა, მარქსისტები – ეროვნულობის წინააღმდეგ. გაზეთი ,,კვალი’’ და ჟურნალი ,,მოგზაური’’ გაივსო ჭავჭავაძის შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური წერილებით. როდესაც ნოე ჟორდანიამ მას ჯაშუში და ქვეწარმავალი უწოდა, ცხადი გახდა, განაჩენი გამოტანილი იყო:

„კრიმინალური ცნობა 1907 წლის 30 მარიამობის თვისა. მოკლულს მკერდი ბერდენკის ტყვიებით აქვს შენგრეული, ხოლო შუბლი კონდახის ცემით. მისი მხლებელი 10 ტყვიითაა განგმირული, მეუღლე მხეცურადაა ნაცემი და არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ მოკლულს დაუძახია: – რას შვრებით, ქართველებოო?“
ილია მოუკლავთო! ამ ხმამ ფეხზე წამოაყენა მთელი საქართველო.
„ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ!“ – აღმოხდა ვაჟა-ფშაველას.
„რას იზამ, ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა!“ – თავი იმართლეს სოც-დემოკრატებმა.
„თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, შენც იმასთან ერთად უკვდავი ხარ!“ – ამითღა დააიმედა შარაგზაზე მოკლული, 70 წლის თანამებრძოლი აკაკი წერეთელმა.

გავიდა წლები და ქართველმა ხალხმა ირწმუნა გალაკტიონის ნათქვამი: „წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი.“
დაბადებიდან 150 წლისთავზე ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მას ,,წმინდა ილია მართალი’’ უწოდა


No comments:

Post a Comment

ილია ჭავჭავაძე

ჩემს შესახებ..